ფილმი დაფუძნებულია კინორეჟისორის პირად დრამატულ განცდებზე, რომელიც მშობლიური პროვინციიდან ფრიულიდან რომში ჩამოვიდა. მარადიულ ქალაქში ის გააოცა არა ანტიკური ცენტრის სილამაზემ, არამედ გარეუბნების ბინადრების სასტიკმა წეს-ჩვეულებებმა, სადაც ვითარდება ფილმის მოქმედება. ფილმის მთავარი გმირი გახდა მეძავი, რომელსაც "დედა რომას" ეძახდნენ. ქალის ცხოვრება ტრაგიკულად მთავრდება. ყველა მსხვერპლი, რომელიც მან შესწირა უაზრო აღმოჩნდა.